Wednesday, June 9, 2010

ტექსტური მასალა



ბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.
1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.

ეს მასალა მოძიებულია ka.wikipedia.org_დან

ვიდეო მასალა







ეს მასალა მოძიებულია yuotube_დან

ფოტო მასალა




















ეს მასალა მოპოვებულია google.ge_ზე

რუკა


View Larger Map

წმინდა ნინოს ტროპარი

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.